საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლებმა, რომლებიც უამინდობის გამო სხვადასხვა ადგილზე იყვნენ გაჩერებული, მოძრაობა განაახლეს

25 დეკ 2023

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა განაახლეს.

„ძვირფასო მგზავრებო, ამ დროისათვის ყველა რეისმა განაახლა მოძრაობა“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.

ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გაჩერებული.