დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვულოცავ მთელ საქართველოს ქვეყნის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს - თორნიკე რიჟვაძე

25 დეკ 2023

ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი გავიდა. დიდი სიყვარულით და მოკრძალებით ვულოცავ მის უწმინდესობას, ვულოცავ მთელ საქართველოს ქვეყნის სულიერი მამის აღსაყდრების დღეს, - მილოცვას თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

"დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას.

მადლობა ჩვენს პატრიარქს ქვეყნის და ეკლესიის წინაშე გაწეული შეუფასებელი ღვაწლისთვის,"-  წერს თორნიკე რიჟვაძე.