თბილისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

25 დეკ 2023

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობდა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.