რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, კონცერტი - "ახალი წლის დღეები ქობულეთში" 25 დეკემბრის ნაცვლად ,28 დეკემბერს გაიმართება

24 დეკ 2023

შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილი კონცერტი - "ახალი წლის დღეები ქობულეთში" 25 დეკემბრის ნაცვლად ,28 დეკემბერს გაიმართება.

უამინდობამ და ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პრობლემები წარმოშვა.

ინფორმაციას ამის შესახებ ქობულეთის მერია ავრცელებს.