ბათუმში კაცი მოკლეს

22 დეკ 2023

ბათუმში ღამით კაცი მოკლეს. მკვლელობა სანაპიროზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული შუა ხნის მამაკაცი სანაპიროზე გამვლელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხომბს.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.