21 დეკ 2023
ბათუმში სამების პირველ ჩიხში ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. მერის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივა იყო. მერიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს 20 სკვერის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.