თეონა აქუბარდიას ბრიფინგი

21 დეკ 2023

დააფიქსიროს საქართველოს მთავრობამ საკუთარი პოზიცია და ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდონ დასავლელ პარტნიორებს- ეს მოთხოვნები თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა. დეპუტატი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხს გამოეხმაურა, რომლის განხილვის თარიღადაც 28 დეკემბერი დასახელდა.