,,საუკუნის მეოთხედი" - საიუბილეო საღამო ხელოვნების მუზეუმში

20 დეკ 2023

აჭარის ხელოვნების მუზეუმი 25 წლისაა, ,,საუკუნის მეოთხედი" ასე ერქვა საიუბილეო საღამოს, რომელიც მუზეუმში გაიმართა. ხელოვნების მოყვარულებმა მუზეუმის დაარსების თარიღი ზვიად ბოლქვაძისა და აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელას ჰანგების ფონზე აღნიშნეს, ზღაპრულ საახალწლო გარემოში არაერთი მილოცვა და მუზეუმთან დაკავშირებული ისტორიები გაჟღერდა. ისაუბრეს მუზეუმის წარმატებებზე და დაანონსდა ახალი ქართულის კინოს მუზეუმის გახსნაც.