საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

19 დეკ 2023

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

საქართველოს რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით: ticket.railway.ge, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.