სოფლის მეურნეობის სფეროს დაფინანსება იზრდება

18 დეკ 2023

მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობიდან მიღებულ ფინანსურ სარგებელზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ევროკავშირში ღვინის ექსპორტი 130%-ით არის გაზრდილი და 241 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. პრემიერის თქმით, ვითარდება თხილის წარმოებაც. მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ 11 თვის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 16%-ით აღემატება გასული წლის პერიოდის მაჩვენებელს.