„ბავშებს უნდათ მშვიდობა“ - უკრაინელი ბავშები ბათუმში

16 დეკ 2023

„ბავშვებს უნდათ მშვიდობა“ პროექტის ფარგლებში უკრაინის ომში დაღუპულთა და მებრძოლთა შვილები აჭარის ხელოვნების მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც ევროპელი და ქართველი მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერეს. ფონდი „ალილო 2015“ -ის პროგრამის ფარგლებში უკრაინიდან ბავშვთა რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდა. ორი ქვეყნის მეგობრობით შექმნილი ფონდი ბავშვებისთვის ყოველდღიურ ექსკურსიებსა და ღონისძიებებს აწყობს.