კანდიდატის სტატუსის მიღება თავისუფლების მოედანზე აღინიშნა

16 დეკ 2023

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება  საზეიმოდ აღინიშნა. თავისუფლების მოედანზე ისტორიულ დღეს კონცერტი მიეძღვნა, მანამდე კი სიტყვით გამოსვლები გაიმართა, პრემიერმა, პარლამენტის დეპუტატებმა, მერმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, სცენაზე ასვლისა და ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა არ მიეცა პეტიცია „ჩემი ხმა ევროპას“ კამპანიის ავტორს სალომე ზურაბიშვილს, მისი განცხადებით  იმ სიხარულს, რაც ახლა აქვს, ვერაფერი შეუცვლის და არც სწყინს.