თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართება

15 დეკ 2023

ისტორიული ფაქტის აღსანიშნად დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე 17 საათზე საზეიმო ღონისძიებაა დაგეგმილი. ,,ეს დღე უნდა იყოს ეროვნული ზეიმი და საერთო გამარჯვების დღე," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ყველა მიიპატიჟა ღონისძიებაზე. უკვე ცნობილია, რომ ზეიმს შეუერთდება ქვეყნის პრეზიდენტიც.