დღეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ზეიმი გაიმართება

15 დეკ 2023

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 17 საათზე საერთო სახალხო ზეიმი გაიმართება. ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეები დღეს თავისუფლების მოედანზე მიიწვია.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, ყველა მოგიწვიოთ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა, ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის. ეს დღე უნდა იყოს საერთო, ეროვნული ზეიმის და საერთო გამარჯვების დღე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.