რუსულმა ძალებმა ოდესა დაბომბეს - არიან დაშავებულები

14 დეკ 2023

რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ოდესა დაბომბეს, არიან დაშავებულები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ავტომობილსა და კომუნალურ შენობაში ხანძარი გაჩნდა და მიმდებარედ მდებარე 11 შენობა დაზიანდა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 11 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

ოდესაზე თავდასხმა დრონების გამოყენებით განხორციელდა, ოლქში საჰაერო განგაში 5 საათზე მეტხანს გაგრძელდა.