პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რითაც ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ

13 დეკ 2023

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ფრიდონ ინჯიას წარდგენილი პროექტი, რომლითაც ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ.

ინიციატივა 79-ხმით მიიღეს.

კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, ასევე, პირადობის არაელექტრონული - ე.წ. ლამინირებული მოწმობის გამოყენებით.

ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო პროექტი, რომლითაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული მოწმობები უქმდება.