ჯოვინო ფლამარიონი “ვალენსიენმა” წარადგინა

13 დეკ 2023

“დინამო” ბათუმის დატოვების შემდეგ ჯოვინო ფლამარიონი ფრანგულმა “ვალენსიენმა” ოფიციალურად წარადგინა.

ჯოვინომვალენსიენთან” კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა და 96 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ფლამარიონის ახალი გუნდი საფრანგეთის ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. 17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-20 ადგილზეა.