უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

13 დეკ 2023

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2024-2026 წლების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შემაჯამებელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ასევე წარადგინეს მიმდინარე წელს შესრულებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშები.