გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

13 დეკ 2023

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც, ჰუმანიტარული მიზნით, ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.

რეზოლუციას მხარი 153 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ათი წინააღმდეგი იყო, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.

ისრაელმა რეზოლუცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სარგებელს მოუტანს ტერორისტებს.  გაერო-ში პალესტინის ელჩმა, რიად მანსურმა კი განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის სასარგებლოდ ხმის მიცემა ისტორიული დღეა გენერალური ასამბლეის მიერ გაგზავნილი ძლიერი გზავნილის თვალსაზრისით.