ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიღებს

11 დეკ 2023

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 12 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში უმასპინძლებს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც „სიენენი“ წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება უკრაინის პრეზიდენტის მეორე ვიზიტი აშშ-ში. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პირველად სექტემბერში იმყოფებოდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 11 დეკემბერს გაემგზავრება.

თეთრი სახლის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები იმსჯელებენ უკრაინის გადაუდებელ საჭიროებებზე,  თეთრ სახლს იმედი აქვს, რომ კონგრესთან უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით  შეთანხმებას მიღწევას შეძლებს.