„ჩვენი ჯარი“ გრძელდება

09 დეკ 2023

პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება - სამხედრო მოსამსახურეები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ერთ-ერთ თემას თავდაცვის ძალების კოდექსში გათვალისწინებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და სამსახურის გავლის სხვადასხვა შესაძლებლობა წარმოადგენდა.