08 დეკ 2023
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების საკითხებზე მსჯელობენ ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში. ღონისძიება პარტია ლელოს ორგანიზებით იმართება და მასში საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მონაწილეობს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო შეხვედრის ფარგლებში პოლიტიკურ მხარეებს საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობითა და საქართველოს გამოწვევების გათვალისწინებით საკუთარ ხედვებს და საკანონმდებლო წინადადებას წარუდგენს.