კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

08 დეკ 2023

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, კურორტ ნუნისის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მათივე ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 5 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), ასევე 4 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქანი.

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.