აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

07 დეკ 2023

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.

განკარგულების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა უზრუნველყოს აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარება რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით.