07 დეკ 2023
ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტები და პროგრამები გააცნეს მერიის თანამშრომლებმა ხიმშიაშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას. საჯარო განხილვებზე მსურველებს, როგორც მერიაში ამბობენ, შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები. ინფორმაცია და ვიდეო მასალა მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.