19 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა განათლების სამინისტროს

07 დეკ 2023

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. მესამე სექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებით მიმართავს. მათ შორის, ერთ-ერთი მოწოდებაა, რომ იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსათვის დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი წარდგენილი არ იყო, ხელახალი კონკურსი გამოცხადდეს.არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესებში მონაწილეობისა და შუამავლობისათვის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გუშინ შეუძლოდ გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, ექიმების რეკომენდაციით შიმშილობაც შეწყვიტა.