ძალადობის ფაქტზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს 

06 დეკ 2023

ბრალდება პროკურატურამ უკვე წარუდგინა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორს მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტორი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 4 დეკემბერს,ბათუმში, გაჩერებულ ავტომობილში, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე და  სხვადასხვა დაზიანება მიაყენა.დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.