ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესი

05 დეკ 2023

საქართველო მოლოდინშია, ორ კვირაზე ნაკლები რჩება ბრიუსელის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს. ევროპული საბჭოს პოზიცია 14-15 დეკემბერს გახდება ცნობილი. 

მცირე დროის მიუხედავად, კვლავ უცნობია შეძლებს თუ არა ქართული პოლიტიკური სპექტრი 9 დათქმაზე ერთობლივ მუშაობას.

ოპოზიცია ხელისუფლების სამოქმედო გეგმის გასაჯაროვებას ელოდება, სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე კი აზრთა სხვადასხვაობაა.

საპარლამენმტო უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.