თეთრი სახლი ისრაელს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისკენ მოუწოდებს

05 დეკ 2023

ამერიკის შეერთებული შტატები მოელის, რომ ისრაელი თავს შეიკავებს იმ ტერიტორიებზე თავდასხმებისგან, რომლებიც თავად განსაზღვრა ღაზაში როგორც საჰაერო დარტყმების აკრძალული ზონა - განაცხადა თეთრი სახლის მრჩეველმა.

შეერთებული შტატები ასევე გააგრძელებს ზეწოლას ღაზაში ჰამასის ტყვეობაში დარჩენილი  მძევლების გასათავისუფლებლად - ამბობს სალივანი და აღნიშნავს, რომ  ღაზაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე  სატელეფონო ზარის შემდეგ ჰამასი უარს ამბობს ქალების გათავისუფლებაზე.