ტაილანდში ავტოსაგზაო შემთხვევამ 14 ადამიანი იმსხვერპლა

05 დეკ 2023

ტაილანდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. ინციდენტი გამთენიისას ქვეყნის დასავლეთ პროვინციაში მოხდა. 

სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა  და ხეს შეეჯახა. ინფორმაციას ტაილანდის სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. შემთხვევის ადგილიდან  ვიდეოკადრებს  სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს. ავარიის შედეგად ავტობუსის წინა ნაწილი მთლიანად დაზიანდა.

ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. სატრანსპორტო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავარიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.