ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაზე საჰაერო დარტყმების ვიდეოს ავრცელებს 

04 დეკ 2023

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ღაზაში საჰაერო იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია  ჰამასის  მეთაური, რომელიც შატის ბატალიონს ხელმძღვანელობდა.

არმიის სპიკერმა ლიკვიდირებული  მეთაურის ვინაობა დაასახელა. იგი  ჰაიტამ ხუვაჯარია, რომელმაც 7 ოქტომბერს ჰამასის ბოევიკებს ისრაელის სამხრეთ დასახლებებზე თავდასხმისკენ მოუწოდა.  მაშინ ისრაელის ისტორიაში ყველაზე სისხლიან ანგარიშსწორებას ათას 200 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო  200-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

ისრაელის არმია  ავრცელებს  საჰაერო დარტყმების ამსახველ ვიდეოსაც, რომლის დროსაც ჰამასის მეთაურის ლიკვიდაცია მოხდა.