“დინამო” ბათუმი ჩემპიონია 

02 დეკ 2023

საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა - ''დინამო'' ბათუმი კი ისტორიაში მეორედ საქართველოს ჩემპიონია.

დღეს, გუნდმა საჩემპიონო თასი აღმართა, მიუხედავად სეზონის განმავლობაში წარმოქმნილი პრობლემებისა და მწვრთნელის შეცვლისა, გუნდმა დამაჯერებლად დაასრულა სეზონი და ორი ტურით ადრე გაიფორმა ჩემპიონობა.