ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოვა

01 დეკ 2023

საქართველოს პრემიერი მონაწილეობას მიიღებს გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს.

ასევე დაესწრება არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.