პრეზიდენტი ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება

30 ნოე 2023

"ჩვენი ხმა ევროპას" - ხელმოწერების კამპანიის ფარგლებში პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.