არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობებით ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება

30 ნოე 2023

პარლამენტმა მეორე მოსმენით 81 ხმით მიიღო დეპუტატ ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობებით ხმის მიცემას ხდის შესაძლებელს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გასულ კვირას ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც ითქვა, რომ 2011 წლამდე გამოშვებული ყველა პირადობის მოწმობა გაუქმდება.