ბიზნესასოციაციების ერთობლივი განცხადება

30 ნოე 2023

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, 14-მა ბიზნეს ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ისინი ადასტურებენ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ.

ასევე გააჟღერეს ბიზნესის მოწოდება, დეკემბერში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.