იერუსალიმში ადამიანებს ავტობუსის გაჩერებაზე ცეცხლი გაუხსნეს

30 ნოე 2023

ორი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა იერუსალიმში სროლის შედეგად - ინფორმაციას  ისრაელის მაგენ დევიდ ადომის სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ორი თავდამსხმელი ადგილზე გაანეიტრალეს. 

ინციდენტი დილის პიკის საათებში ქალაქის ერთ-ერთ შესასვლელთან მოხდა. ისრაელის მედიის თანახმად, ორმა თავდამსხმელმა, რომლებიც ჩრდილოეთ იერუსალიმიდან იყვნენ, ცეცხლი გახსნა ავტობუსის გაჩერებასთან.

დაღუპულთაგან ერთი 24 წლის გოგოა, მეორე კი 70 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.