ჩილესა და მექსიკაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

30 ნოე 2023

პროპალესტინელმა დემონსტრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს მეხიკოსა და სანტიაგოში და სოლიდარობა გამოუცხადეს ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს.  

მექსიკაში დემონსტრანტებს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამზირზე მსვლელობისას  ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით "დაასრულეთ გენოციდი" და "გაათავისუფლეთ პალესტინა".  

ჩილელი  დემონსტრანტები  სანტიაგოს ქუჩებში პალესტინის დროშებით  მანქანებით გადაადგილდებოდნენ და ღაზის მოსახლეობისთვის მშვიდობის მოთხოვნით ლოზუნგებს სკანდირებდნენ.