09 მარ 2017
კონსტიტუციის სახალხო განხილვასთან დაკავშირებით ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლეში პრეზენტაცია იმართება. კამპანიის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი განმარტავს თუ რა სახის ღონისძიებებს მოიცავს და რას გულისხმობს აღნიშნული პროცესი. პრეზენტაციაზე მიწვეული არიან ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები, საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლები.