ისრაელმა გასათავისუფლებელ მძევალთა სია მიიღო

29 ნოე 2023

ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ მიიღო მძევლების სია, რომლებსაც ჰამასი სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ გათავისუფლებულთა ნათესავები უკვე ინფორმირებულები არიან.

ბოლო ხუთ დღეში ჰამასმა გაათავისუფლა 81 მძევალი, გუშინ ისრაელმა კი  30 პალესტინელი პატიმარი.