ჰამასის ტყვეობიდან ტაილანდელი მძევლები გაათავისუფლეს

29 ნოე 2023

ჰამასის ტყვეობაში მყოფი კიდევ ორი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლეს სამშაბათს. სულ ჰამასის მიერ გათავისუფლებული ტაილანდელების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა.

ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის კიდევ 13 მოქალაქე ჰამასის ტყვეობაში რჩება.

7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმას ტაილანდის 39 მოქალაქე ემსხვერპლა.