29 ნოე 2023
ინდოეთის ჰიმალაის მთებში ჩამონგრეულ გვირაბში ჩარჩენიდან 17 დღის შემდეგ მაშველებმა 41-ვე მუშა უვნებლად გამოიყვანეს. მაშველთა ბრიგადები 24-საათიან რეჟიმში ბურღავდა კლდის ლოდებს, რათა გვირაბიდან მუშები გამოეყვანა.
მუშები ბორბლებიანი საკაცით გამოიყვანეს 90 სმ სიგანის ფოლადის მილით და მთელი პროცესი დაახლოებით ერთ საათში დასრულდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი გაემგზავრებიან თავიანთ მშობლიურ შტატებში მას შემდეგ, რაც სამედიცინო კვლევები ჩაუტარდებათ.
12 ნოემბერს ავტოსაგზაო სამუშაოების დროს უტარახანდის შტატში გვირაბი ჩამოიშალა და შიგ 41 მუშა მოიყოლია.