„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ „ჰამასს“, გაათავისუფლოს ყველა მძევალი და მხარი დაუჭიროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას

29 ნოე 2023

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მოუწოდებენ „ჰამასს“, გაათავისუფლოს ყველა მძევალი და მხარი დაუჭიროს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ვალდებულებას, ვიმუშაოთ რეგიონის ყველა პარტნიორთან, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აფასებენ კატარისა და ეგვიპტის ძალისხმევას ამჟამინდელი და მომავალი პაუზების უზრუნველსაყოფად.