ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის ოფიცერი დააკავეს

28 ნოე 2023

დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ცოლზე იძალადა და  მას სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. 

სპეციალურ  საგამოძიებო სამსახურს დანაშაულის შესახებ დაზარალებულმა ქალმა მიმართა. 

ქალზე ძალადობისთვის ბრალდებულს 3 წლამდე  პატიმრობა ელოდება.