შტორმმა სანაპირო ზოლი დააზიანა

27 ნოე 2023

ძლიერმა შტორმმა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიის ინფრასტრუქტურა დააზიანა. სასეირნო ბილიკის ნაწილი წყალმა წაიღო.

წყალი დგას ხიმშიაშვილის ქუჩაზეც, სადაც მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ძლიერმა შტორმმა ქობულეთის საპლაჟო ინფრასტრუქტურაც დააზიანა.