გერმანიაში ჰამასის წევრებისა და მხარდამჭერების სახლები გაჩხრიკეს

23 ნოე 2023

გერმანიაში ჰამასის და პროპალესტინის ჯგუფის სამიდუნის საქმიანობის აკრძალვასთან დაკავშირებით პოლიციამ 15 სახლი გაჩხრიკა.   

ჩხრეკა გერმანიის ოთხ ფედერალურ მიწაზე ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქვეყანაში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის და სამიდუნის უკანონო სტრუქტურების გაწმენდას.