წითელი ჯვარი ნეთანიაჰუს განცხადებას ეხმაურება

23 ნოე 2023

ნეთანიაჰუს სიტყვები  ეწინააღმდეგება  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს შეეძლებათ ღაზის სექტორში იმ  მძევლების მონახულება, რომლებიც პირველ ეტაპზე არ გათავისუფლდებიან.   

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მას ჯერ არ მიუღია ინფორმაცია ღაზის სექტორში მძევლების მონახულების შესახებ.

„საერთაშორისო კომიტეტი არ არის ჩართული კონფლიქტის მხარეებს შორის მოლაპარაკებებში“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.