მაღალმთიან აჭარაში დილიდან თოვს

21 ნოე 2023

დილიდან ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში.

თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 30 სმ აღწევს, დაბაში კი 5-7 სანტიმეტრია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დანისპარაულში, ბაკიბაკოში, თხილვანაში და სხვა სოფლებში შიდა საუბნო გზები უკვე იწმინდება.  ცენტრალურ გზაზე გადაადგილება შეფერხებული არ არის.

მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მუშაობს საგანმანათლებლო დაწესებულებები, თუმცა ხულოს 3 და შუახევის 3 საბავშვო ბაღში აღსაზრდელები არ გამოცხადდნენ.

ელექტროენერგიის მიწოდების მხრივ შეფერხებები ფიქსირდება ხიხაძირისა და დიოკნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

"ენერგო-პრო-ჯორჯიაში" განმარტავენ, რომ უხვმა ნალექმა დააზიანა ელექტროსადენები და დილიდან  მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. მათივე ინფორმაციით, უმოკლეს დროში მოხდება დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა.

დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია გოდერძის უღელტეხილიდან ახალციხის მიმართულებით მონაკვეთზე.