ხვიჩა კვარაცხელიას 3 ყვითელი ბარათის გამო დისკვალიფიკაცია არ ემუქრება

20 ნოე 2023

ევროპის ჩემპიონატის 2024-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი მიიღო. ეს ხვიჩასთვის ამ შესარჩევში მესამე ბარათი იყო. სამი ყვითელი ბარათის შემდეგ, ფეხბურთელს დისკვალიფიკაცია ემუქრება, თუმცა კვარაცხელიას ერთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩს არ გამოტოვებს.

"შესარჩევი ეტაპის დისკვალიფიკაცია ყვითელი ბარათების გამო ფლეი ოფის მატჩებზე არ გადადის " - წერია უეფას წესდებაში.

მატჩებს გამოტოვებენ, ის ფეხბურთელები, რომლებსაც პირდაპირ წითელი ბარათი აქვთ მიღებული. გამომდინარე აქედან 2024 წლის 21 მარტს ხვიჩა კვარაცხელიას ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებში თამაში უფლება ექნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე აზერბაიჯანი ან ლუქსემბურგი იქნება.