ირანის სულიერი ლიდერი ისრაელთან ურთიერთობების შეწყვეტას მოითხოვს

20 ნოე 2023

ირანის სულიერი ლიდერი მუსლიმურ სახელმწიფოებს სთხოვს პოლიტიკური კავშირები ისრაელთან მინიმუმამდე დაიყვანონ. მან ისრაელის წინააღმდეგ ნავთობსა და სურსათზე ემბარგოს დაწესებაც მოითხოვა.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა და არაბთა ლიგის წევრები ვერ შეთანხმდნენ ისრაელის მიმართ ფართო სანქციების დაწესებაზე, როგორც ამას ირანის პრეზიდენტი ითხოვდა.